პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
ბათუმში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს როლი ენერგოთვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის.
„ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება დიდწილად სწორედ საქართველოს როლზე დგას, იმ სატრანზიტო როლზე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს.
შესაბამისად, განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობები, რომელიც რეგიონში არსებობს, იმისათვის, რათა ერთის მხრივ, საქართველო და რეგიონი, მეორე მხრივ, ევროკავშირი იყოს უფრო მეტად უსაფრთხო ენერგოთვალსაზრისით“, აღნიშნა აბაშიშვილმა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების მიმართულებით გაჩენილ შესაძლებლობებს და იმ პროექტებს, რომლითაც საქართველო ენერგოსისტემის გაძლიერებას შეძლებს.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.