ტერეზა მეიმ გაამჟღავნა, რომ მას „ცრემლები წამოუვიდა“, როდესაც გაიგო არჩევნების ეგზიტ პოლის შედეგები, რომელიც ვარაუდობდა, რომ იგი უმრავლესობას დაკარგავდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ახალი ამბავი მას მისმა მეუღლემ, ფილიპმა უთხრა, რაც მისთვის „სრული შოკი“ აღმოჩნდა.
„რამდენიმე წუთი გახდა საჭირო ამის სრულად გასააზრებლად, რადგან ჩვენ ამ შედეგს არ ველოდით“, უთხრა მან BBC რადიო 5-ს პირდაპირ ეთერში.
„ჩემი მეუღლე ჩამეხუტა“, დაამატა მეიმ და აღნიშნა, რომ „ცოტა ცრემლები“ წასკდა.
პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ იგი თავად არ უყურებდა ეგზიტ პოლს, რადგანაც „მე ცოტაოდენ ცრურწმენა გამაჩნია ამგვარი რაღაცების მიმართ“.
მან იცოდა, რომ მისი კამპანია „უნაკლო“ არ ყოფილა, მაგრამ ყველა ის მაჩვენებელი რასაც იგი იღებდა იმაზე მიანიშნებდა, რომ „კონსერვატორები“ თემთა პალატაში არსებულ უმრავლესობას გაზრდიდნენ, დასძინა მეიმ.
ტერეზა მეიმ 8 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმის გამო დანიშნა, რომ გაეზარდა თემთა პალატაში 2015 წლის არჩევნებზე დევიდ ქამერონის ხელმძღვანელობით მოპოვებული „კონსერვატიული პარტიის“ უმრავლესობა და გაეძლიერებინა მისი ძალაუფლება ბრიუსელთან „ბრექსიტის“ საკითხზე მოლაპარაკებებისას.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, წინასწარი გამოკითხვებისას იგი „ტორების“ მთავარ კონკურენტს, „ლეიბორისტებს“ 20 პუნქტით უსწრებდა წინ, არჩევნების მოახლოებისას ეს მაჩვენებელი დაეცა და 8 ივნისს მან თემთა პალატაში 22 ადგილით ნაკლები მიიღო და ქამერონისაგან მემკვიდრეობით მიღებულ 17 მანდატიან უმრავლესობაზეც დაკარგა კონტროლი.
ტერეზა მეიმ, რომელმაც თემთა პალატაში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა და მოკავშირეებად ირლანდიური „უნიონისტების“ პარტია გაიხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.