საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობისთვის ცეცხლის კოორდინაციის სწავლება ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში ჩართულმა სამანევრო ბატალიონების საცეცხლე მხარდამჭერმა ჯგუფებმა და ნაღმმტყორცნელთა ბატარეებმა სწავლება ორ ფაზად გაიარეს.
„პირველი, თეორიული ნაწილი მოსამსაზადებელ პერიოდს მოიცავდა და IV მექანიზებულ ბრიგადაში მიმდინარეობდა. მეორე, პრაქტიკული ნაწილი კი, აღსრულებას დაეთმო.
აღსრულების ფაზის განმავლობაში, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მონაწილეებმა 120 და 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან საბრძოლო სროლები განახორციელეს.
სწავლების მიზანს სამანევრო ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდამჭერი ჯგუფებისა და ნაღმმტყორცნელთა ბატარეების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება, კოორდინაციის განმტკიცება და ერთობლივი მუშაობისთვის საჭირო საბრძოლო მანევრების დახვეწა წარმოადგენდა.
ცეცხლის კოორდინაციის სწავლებას სამი კვირის განმავლობაში IV მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ", ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.