საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ საკათალიკოსო სასახლის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხობის მონასტრის (საკათალიკოსო სასახლის) აღდგენითი-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 491 000 ლარს შეადგენს. პროექტის შესაბამისად განხორციელდება სასახლის სრული აღდგენა და მოეწყობა მუზეუმი.
ხობის მონასტერი ძველ დადიანთა საძვალეა, ამავე დროს იგი შუა საუკუნეებში წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსების რეზიდენციას და საძვალეს. საკათალიკოსო სასახლე ბევრჯერ არის გადაკეთებული. ის XX საუკუნის 20-30 იან წლებში დაინგრა, რის შემდეგაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები არ განხორციელებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.