ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი ზურაბ ადეიშვილს და დაიცვა ის ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული , – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, როდესაც რომელიმე ქვეყანა ადამიანს თავშესაფარს აძლევს, ეს პროცედურა მოცემულ ქვეყანაში არის დაცული და არ არის საჯარო.
“აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ ვიცით, თუ რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს და, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი და დაიცვა ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ადამიანი წითელ ცირკულარში ყოფილიყო შეტანილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის ქვეყანა, ვინც თავშესაფარი გასცა და მოახსნევინა ინტერპოლს ადეიშვილი ძებნიდან. ის წერილი, რომელიც ინტერპოლისგან არის მიღებული, სწორედ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თავშესაფრის სტატუსის გამო მოხსნილია ეს ადამიანი ძებნიდან”,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის აზრით, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რომელმა ქვეყანამ მისცა ზურაბ ადეიშვილს თავშესაფარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.