„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ ევროპისგან", განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან შეთანხმებების გაფორმების შემდეგ.
მისი თქმით, ნაბიჯები უნდა გადაიდგას საიმისოდ, რომ მოხდეს ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
„ყველა ეს ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, გადადგმული უნდა იყოს იქითკენ, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურის დასრულება, რომელმაც უნდა გააძლიეროს საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი, ასევე უნდა შემატოს ჩვენს ქვეყანას რეგიონებს შორის დამაკავშირებელი შესაძლებლობები და გააადვილოს ქვეყნით შიგნით გადაადგილება,“ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ხელმოწერა ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა.
გარდა ამისა, ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.