ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს, აღნიშნული განცხადება აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
გელაშვილმა ე.წ. მოდულის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა და აღნიშნა, რომ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, შესაბამისი დოკუმენტაცია კი, სასამართლოში 24-საათიან ვადაში გადაიგზავნება.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს საპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
„კვალიფიკაცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა. ის ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ მხოლოდ აღმკვეთ ღონისძიებაზე. გარკვეული ჩანაწერები არის საქმეში, თუმცა, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, საჯაროდ ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბრალდების მხარე სასამართლოში საპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს”, განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ოთარ აბესაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 3 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.