საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად რიგაში იმყოფება
16-04-2015, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად რიგაში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად ანდრის ბერზინშის დროებით რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სახელმწიფო მეთაურები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ. შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.


საუბრისას პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და ბიზნესურთიერთობის სამომავლო გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი თემა მაისში დაგეგმილი რიგის სამიტი იყო.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.


გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.


შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, გასულ წელს საქართველოში ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის ვიზიტის მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილი ლატვიაში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. გასული წლის ნოემბერში ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიელ კოლეგას საქართველოში უმასპინძლა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი