საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ეროვნული დღესასწაულის წინა დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში ერთმანეთს ხვდებიან.
ტრამპს და მის მეუღლეს მელანიას, მაკრონი მეუღლითურთ სასტუმროების და მუზეუმების კომპლექს ლეს ინვალიდესთან შეხვდა - იქ, სადაც ნაპოლეონის მუზეუმი და საფლავია განთავსებული.
Associated Press-ის თანახმად, ლიდერები შეხვედრაზე, სირიაში მიმდინარე კრიზისს და კონტრ-ტერორსიტულ სტრატეგიებს განიხილავენ.
ტრამპი პარიზში ხუთშაბათს დილით ადრე ჩავიდა და უკან ხმაურიანი ვაშინგტონი მოიტოვა, სადაც ჯერ კიდევ არ განელებულა რეაქციები მისი უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის ელექტრონული წერილების და რუს ადვოკატთან შეხვედრის გარშემო.
პირველად ტრამპი და მაკრონი ერთმანეთს მაისში, ბრიუსელში შეხვდნენ, და მათი ხელის ჩამორთმევის უხერხულმა მომენტმა ბევრის ყურადღება მიიპყრო.
აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტები მეორედ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.