საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა"დაესწრო.
თავდაცვის მინისტრმა ფორუმის ღამის სესიის მიმდინარეობისას საქართველოს თავდაცვის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ვრცლად ისაუბრა. პანელის განხილვის თემებს ევროპის გლობალური სტრატეგია და არსებული უსაფრთხოების გამოწვევები - ჰიბრიდული ომი, ტერორიზმი, მიგრაციის კრიზისი, ევროპაში ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები და რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის შესაძლებლობა, ასევე, მდგრადობა, როგორც საქართველოს შეკავების პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიასთან მიმართებაში და საქართველოს როლი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) წარმოადგენდა.
დისკუსიაში თემაზე „უსაფრთხოების არქიტექტურა დღეს: რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ თავდაცვის მინისტრთან ერთად ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიტვაში არნოლდას პრანცკევიჩიუსი, ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი და სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი დავით შაჰნაზარიანი მონაწილეობდნენ.
„საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.