საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტარებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები, მათ შორის აქცენტი გაკეთდა ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებაზე, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციიდან და უვიზო რეჟიმიდან მიღებულ სარგებელზე.
„საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და საქართველოს პრიორიტეტებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტის წევრები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზი გაუსვეს რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობას.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროპარლამენტის როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ქართული მხარე მიესალმა მიმდინარე წლის 4 ივლისს საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის მიერ მიღებულ მანიფესტს, რომელშიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არის დადასტურებული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.