ვახტანგ გომელაური: ვაღიარებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ბავშვი შეამოწმა, დაუშვა შეცდომა
16-04-2015, 03:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


შს მინისტრი ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 16 და 18 წლის სკოლის მოსწავლეები თურქეთში, საიდანაც სირიაში გადავიდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ. გომელაურის განმარტებით, საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა და მესაზღვრე, რომელმაც არასრულწლოვანი შეამოწმა, დაისჯება.

 
“ვაღიარებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ბავშვი შეამოწმა, დაუშვა შეცდომა. ადამიანს შეეშალა, ჩვენ ამას ვაღიარებთ. გენინსპექციამ საკითხი მოიკვლია და ეს ადამიანი შესაბამისად დაისჯება. სამსახურიდან გათავისუფლდება თუ სასტიკი საყვედური გამოეცხადება, ეს არის გენინსპექციის გადასაწყვეტი. თუმცა ვფიქრობ, ის მიიღებს ადმინისტრაციულ სასჯელს შს სამინისტროს შიდა დებულების შესაბამისად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 
მისივე განმარტებით, გამოძიება დაწყებულია იმ მიმართულებითაც, თუ ვინ დგას პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადასვლის უკან და ვინ მოუწოდებს მათ ჩაერთონ “ისლამური სახელმწიფოსთვის” ბრძოლაში.

 
“პანკისიდან ორი ახალგაზრდის სირიაში გადასვლის შემდეგ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუ სრულწლოვან ადამიანს თურქეთის მიმართულებით გადაადგილება სურს, საიდანაც შესაძლოა სირიაში გადავიდეს, ძნელია ეს დაუშალო, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება. რაც შეეხება, ზოგადად პანკისიდან სირიაში გადასვლის პრობლემას, ეს არ არის ერთი და ორი წლის პრობლემა, ხეობაში ის მრავალი წელია არსებობს. ძალიან სამწუხაროა ის რაც მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტს ვგმობთ, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ჩვენ შევძელით და არ გავუშვით ახალგაზრდები. სამწუხაროდ, ამაზე არავის არაფერი უთქვამს”, – განაცხადა გომელაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი