იერუსალიმში, წმინდა ადგილების სიახლოვეს თავდამსხმელების მიერ პოლიციელებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილი სამი ისრაელელი პოლიციელიდან ორი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება.
პოლიციის განცხადებით, გორაკზე მდებარე ტაძრის გარე პერიმეტრზე სროლების შემდეგ, მოკლულია სამი თავდამსხმელი, რომლებიც 19-დან 29 წლამდე ასაკის ისრაელელი არაბები იყვნენ და ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ უმ ალ-ფაჰამიდან იყვნენ.
ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო შინ ბეტის ცნობით, ისინი მანამდე უსაფრთხოების სამსახურებისთვის ცნობილი არ ყოფილან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.