პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია
14-07-2017, 06:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა დასრულდა. თეთრუაშვილმა სასამართლო ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სასამართლო სხდომაზე პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ისაუბრა.

 


„შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა გიორგი მამალაძესთან არსებულ ურთიერთობაზე, მათ შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც წარმოიშვა გიორგი მამალაძის მიერ სხვადასხვა ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნების შემდეგ. შორენა თეთრუაშვილმა თავის დროზე მას ჰკითხა, ‘თქვენ ხომ არ ავრცელებთ ამ სტატიებს, რადგან ქონების მართვის სამსახურია ნახსენებიო’, რასაც გიორგი მამალაძის გაღიზიანება და არასათანადო საუბარი მოჰყვა. ასევე შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მას შემდეგ რაც გიორგი მამალაძემ შეიძინა განუსაზღვრელი უფლებამოსილება, კერძოდ, მიეცა უფლება, რომ საპატრიარქოს სახელით ქონებრივ საკითხებზე მიემართა სხვადასხვა პირისათვის, ხოლო კანონით ასეთი უფლებამოსილების მქონე პირი არის ქორეპისკოპოსი და პატრიაქის მდივანი. ერთ-ერთი პირი ვინც მივიდა პატრიარქთან და განუცხადა, რომ გიორგი მამალაძეს ამ უფლებამოსილების შესაფერისი თანანმდებობა არ ეკავა, იყო შორენა თეთრუაშვილი და ამის შემდეგ მოხდა გიორგი მამალაძის დაქვეითება. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც გიორგი მამალაძეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა შორენა თეთრუაშვილისადმი და მიიჩნევდა, რომ ის იყო მისი დამაბრკოლებელი კარიერულ წინსვლაში“, განაცხადა ზვიად გუბელაძემ, რომლის თქმითაც, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია.

 


„დაზარალებულის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. კერძოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, პირველ რიგში, დადასტურდა, რომ მას არასდროს გველის შხამი არ უთხოვია გიორგი მამალაძისთვის და ამისთვის 500 დოლარი არ მიუცია. შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძისთვის არასდროს უთხოვია ციანიდი არც ოქრომჭედლისთვის და არც სხვა მიზნით. ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას“, აღნიშნა პროკურორმა და დაამატა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ცილისმწამებლურ სტატიებს ირაკლი მამალაძეს და სხვა ჟურნალისტებს უკვეთავდა.

 


„შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს, რომელიც იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მიზნად ისახავდა სასულიერო პირების დისკრედიტაციას. უკვეთავდა სხვადასხვა პირებს, მათ შორის იყო ირაკლი მამალაძე და ირაკლი მამალაძის გარდა იყვნენ სხვა ჟურნალისტები, რომლებიც ავრცელებდნენ ცილისმწამებლურ სტატიებს“, განაცხადა გუბელაძემ.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ახლა ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იკითხება. მან დარბაზში შესვლამდე თქვა, რომ სასამართლოში მხოლოდ სიმართლის თქმას აპირებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი