აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის და რუსი ადვოკატის შეხვედრას 2016 წლის ივნისში რუსი-ამერიკელი ლობისტი ესწრებოდა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კონტრ-დაზვერვის ოფიცერია, იუწყება NBC-ის ახალი ამბები.
როგორც Reuters-ი იტყობინება, NBC-ის ახალ ამბებს არ მოუხდენია დაზვერვის ყოფილი ოფიცრის იდენტიფიცირება, რომელიც სატელევიზიო არხის ცნობით, უარყოფს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებთან ამჟამად რაიმე კავშირების ქონას.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი რუს ადვოკატს, ნატალია ვესელნიცკაიას გასული წლის ზაფხულში მას შემდეგ შეხვდა, რაც მას უთხრეს, რომ ადვოკატს შესაძლოა აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ზიანის მიმყენებელი ინფორმაცია ჰქონოდა.
დონალდ ტრამპ უმცროსის შეხვედრამ ქალთან, რომელზეც მას უთხრეს, რომ რუსეთის მთავრობის ადვოკატი იყო და რომელსაც „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის შესახებ უნდა გადაეცა მამხილებლი ინფორმაცია, რაც შეიძლებოდა რომ მამამისს საპრეზიდენტო კაპმანიაში დახმარებოდა, შესაძლოა გამომძიებლებს უბიძგოს იმის გამოძიების დაწყებისკენ, დაარღვია თუ არა შეერთებული შტატების საარჩევნო კანონი პრეზიდენტ ტრამპის უფროსმა ვაჟმა, - აცხადებენ ექსპერტები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.