პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე იუსტიციის ყოფილ მინისტრზე საერთაშორისო ძებნის შეჩერებას ხელისუფლების უპასუხისმგებლობას აბრალებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გარიგება შემდგარიყო. ბარამიძემ ეს, გაზეთ ,,ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,რაც მოხდა, ეს უპასუხისმგებლობაა. ყველგან ასეთი რამ როგორ ემართებათ ამ გაჭირვებულებს. ფაქტია, რომ ამათ აღარაფრის თავი აღარ აქვთ, ანდა, არის ფარული შეთანხმება ,,ნაციონალებსა“ და ,,ქართულ ოცნებას“ შორის, ვისი დაჭერა შეიძლება და ვისი არა, ან ეს არის უთავობა და არაპროფესიონალიზმი“,- მიიჩნევს ბარამიძე.
ბარამიძე აღნიშნავს, რომ ინტერპოლში გაგზავნილი მასალები მკტიცებულებებით გამყარებული არ იყო და ეს არცაა გასაკვირი, რადგან, მისი თქმით, პროკურატურაში დღემდე წინა ხელისუფლების დროინდელი კადრები მუშაობენ.
,,ის მასალები, რომელიც ინტერპოლში გაგზავნილი იყო, არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით, რამაც გამოიწვია ზურაბ ადეიშვილზე ინტერპოლით ძებნის შეწყვეტა. ვერ მუშაობენ ნორმალურად, მეტი რაღა ვთქვათ? დღემდე პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროსაც შემჩნეულნი იყვნენ დანაშაულების დამალვაში. ეს ხელისუფლება ამ საკითხით არც კი დაინტერესებულა, ეს ხალხი იქ რომ მუშაობს, თავის კოლეგებსა და უფროსებზე, როგორიც იყო ადეიშვილი, მასალებს დადებენ?! რა თქმა უნდა, არ დადებენ“,- ამბობს პარტიის პოლიტიკური მდივანი.
ამასთან, ბარამიძის შეფასებით, ხელისუფლება ყველა მიმართულებით უმოქმედოა და პრაქტიკულად, უკვე პოლიტიკურ გვამად გადაიქცნენ.
,,ხელისუფლებას ყველა მიმართულებით უდიდესი ჩავარდნები აქვს და ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა! ესენი ყველა მიმართულებით მკვდრები არიან. თავიანთი უნიათობის გადასაფარად ,,ნაციონალებისკენ“ იშვერენ ხელს. ესეც უკვე სამარცხვინოა. ერთი წელი რომ დაგრჩენიათ ახალი არჩევნების ჩატარებამდე და გაიძახით, გვაცალეთო, სირცხვილი არ არის?!“,-აღნიშნავს გიგლა ბარამიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.