ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: თურქეთისა და ევროკავშირის ცალ-ცალკე ყოფნა არის დანაკარგი ორივესთვის
14-07-2017, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ აცხადებს, რომ თურქეთი ერთგულია თავისი ნომერ პირველი გეგმის, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. თურქეთის საელჩოში გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე Guardian.ge-ს მიერ ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ელჩმა უპასუხა, რომ ევროკავშირი თურქეთისთვის პრიორიტეტად რჩება, თუმცა, ბლოკისგან გაწევრიანებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქვეყანა თავის მომავალს შესაბამისად დაგეგმავს. 

 

 

Guardian.ge-ს შეკითხვაზე, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რამდენიმე დღის წინათ, BBC-ს გადაცემა „ჰარდ თოკში" ზეინაბ ბადავისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "თუკი ევროკავშირი პირდაპირ და უკმეხად განაცხადებს - ‘ჩვენ არ შეგვიძლია თურქეთის ევროკავშირში მიღება’ - ეს სანუგეშო იქნება ჩვენთვის. მაშინ ჩვენ წარვადგენთ ჩვენი გეგმის „ბ“ და „ც“ ნაწილს და რომ, თურქეთს „შეუძლია თავის საკუთარ ფეხზე დგომა“... უფრო ადრე, მარტის თვეში, პრეზიდენტმა ანტალიაში, ანგლო-თურქულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ, შესაძლოა ჩატარდეს მეორე რეფერენდუმი იმის შესახებ, უნდა თუ არა თურქ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ ეს ანკარას მხრიდან ერთგვარი ტაქტიკა და პოლიტიკური ზეწოლა იყოს ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი, რომ დააჩქარონ თურქეთის მის რიგებში მიღების პროცესი - თუ, თურქეთი ნამდვილად მიიჩნევს, რომ მას, როგორც ეს ერდოღანმა თქვა, „შეუძლია თავის საკუთარ ფეხზე დგომა“ და აღარ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი? ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ უპასუხა:

 

 

„ჩვენმა პრეზიდენტმა საუბრის დროს აღნიშნა შესაძლო ვარიანტებიდან ბ" და ც" ვარიანტი, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენ კვლავაც ერთგული ვართ ნომერ პირველი გეგმის. ჩვენი პრიორიტეტი და ნომერი ერთი გეგმა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, რომ თურქეთი კვლავაც განაგრძობს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბრძოლას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის პროცესი, რომელიც მხოლოდ თურქეთის სურვილზე ემყარება, ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და სამწუხაროდ, ის, რომ ამ გაწევრიანების პროცესი არ მიდის წინ, ამაში დამნაშავე არ არის თურქეთი. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში არ გახსნილა მოლაპარაკებების ახალი თავი და არ დახურულა ძველი. ეს მიზეზი არ გამომდინარეობს თურქეთიდან, ეს არის ევროკავშირიდან გამომდინარე. მე მივიჩნევ, რომ თურქეთს აქვს უფლება, გაიგოს რა სირთულე არსებობს ევროკავშირში და რა არის მისი კონკრეტული მოთხოვნა. თუ თურქეთი აღმოჩნდა ისეთი რეალობის წინაშე, რომ ევროკავშირი განაცხადებს, რომ არ სურს თურქეთის გაწევრიანება, რა თქმა უნდა, თურქეთი თავის მომავალს შესაბამისად დაგეგმავს. თურქეთი არის ძალიან მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, იგი ამ მხრივ მსოფლიო ოცეულში შედის. მისი ეკონომიკა აღემატება ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნის ეკონომიკას, აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი უარს ეტყვის მას წევრობაზე, რა თქმა უნდა, თურქეთი განაგრძობს განვითარებას და წინსვლას. რა თქმა უნდა, ამით არც ევროკავშირი არ დაინგრევა, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ თურქეთს და ევროკავშირის ქვეყნებს გვაქვს საერთო გეოგრაფია, საერთო ფასეულობები და გააჩნიათ მსგავსი იდეალები და სამომავლო ხედვა. აქედან გამომდინარე, თურქეთისა და ევროკავშირის ცალ-ცალკე ყოფნა არის დანაკარგი ორივესთვის".

 

 

Guardian.ge-ს მორიგ შეკითხვაზე, თუ რა არის თურქეთისათვის ბლოკში გაწევრიანების შემაფერხებელი ფაქტორი - ის, რომ თურქეთს ბრიუსელის მოთხოვნის შესაბამისი დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებაში არ გააჩნია პროგრესი, რასაც ბოლო პერიოდის მასობრივი დაპატიმრებები, მათ შორის, ჟურნალისტების და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ წუხილები ახლავს თან - თუ ის, რომ თურქეთი მუსულმანური სახელმწიფოა და დღემდე, ევროკავშირში შემავალი ყველა სახელმწიფო ქრისტიანულია. ანუ, ამ მხრივ ხომ არ ხედავს ქრისტიანული ევროპა საფრთხეს იმ შემთხვევისთვის, თუკი თურქეთი ბლოკში გაწევრიანდება? - გუმრუქჩუ პასუხობს:

 


„მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირმა უნდა განაცხადოს იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც თურქეთის ბლოკში გაწევრიანების პროცესს აფერხებს და ეს შეფერხება უკვე დიდი ხანია გრძელდება. არის ძალიან ბევრი შეფასება, მოსაზრება, კვლევები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება ეს შეფერხება - სახელდება კულტურა, რელიგია, ეკონომიკა, ანუ სხვადასხვა ფაქტორებზეა საუბარი, მაგრამ ერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად არ არის მიზეზი, ეს არის თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესი არ შეფერხებულა გასული ერთ-ორი-სამი წლის განმავლობაში, ეს პროცესი შეფერხდა 2008 წლიდან მოყოლებული. ახლა, როდესაც გამოთქვამენ პრეტენზიას ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, მაშინ ანუ 2008-2009 წლებში ასეთი პრეტენზიები საერთოდ არ ისმოდა. საფრანგეთი და გერმანია თურქეთის ბლოკში გაწევრიანების პროცესში ასახელებდნენ ისეთ ფაქტორებს, როგორიც იყო პოლიტიკური და კულტურული ფაქტორები. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირს ექნებოდა გარკვეული პრეტენზიები თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაშინ ევროკავშირი გახსნიდა მოლაპარაკებების ახალ თავს ზუსტად ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და დაიწყებოდა ამ თემაზე ერთობლივი მუშაობა. მოლაპარაკებების 23-ე და 24-ე თავები მოიცავს კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს, მაგრამ ამ თავების გახსნა არ დაუყენებია დღის წესრიგში ევროკავშირს, ეს თურქეთია, რომელიც ითხოვს რომ გავხსნათ ეს თავი და დავიწყოთ მოლაპრაკებები ამ საკითხებზე. ერთი მხრივ, ევროკავშირი არ ხსნის მოლაპარაკებებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, პრეტენზიას აცხადებს, რომ ირღვევა თურქეთში ადამიანის უფლებები. ეს ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიცია ხომ არ არის?!", განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, რომელმაც დღეს თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წლისთავთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი