სენაკის მუნიციპალიტეტში, სატირეს მთაზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
15-07-2017, 01:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენაკის მუნიციპალიტეტში, სატირეს მთაზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან ისინი ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის კადრირებული საშტაბო ასეულის შემადგენლობაში, 9 თვის განმავლობაში, ახალი სისტემით იმსახურებენ.

 

 

უწყების ინფორმაციით, მათ საბრძოლო მომზადების საათები ყოველდღიურად ექნებათ, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც კი, შესაბამის ქვედანაყოფში ჩატარდება. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

 


ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე და ეროვნული გვარდიის მთავარი სერჟანტი, გიორგი ხარაზიშვილი დაესწრნენ.

 


სამხედროებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ სიტყვით მიმართა და სამშობლოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. დღესვე წარჩინებული წვევამდელები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. წვევამდელები სამხედრო კაპელანმა, მამა გიორგიმ დალოცა.

 


წვევამდელებმა სამხედრო სავალდებულო სამსახური ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიაზე, საველე ბანაკ „სორტაზე“ გაიარეს. საბრძოლო მომზადება განახლებულია და იმ კურსს შეესაბამება, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. კურსის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე მომზადებას, სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

 


სენაკში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიაზე ახალწვეულეთა ნაწილის მიღება 2011 წლიდან ხორციელდება. 7 წლის განმავლობაში სავალდებულო სამსახური სულ 547 წვევამდელმა გაირა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი