ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
მოვაჭრეებმა დილიდან ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
სამართალდამცავებმა გზის გახსნა სცადეს და სწორედ აღნიშნულს მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.
აქციის რამდენიმე მონაწილეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
დაზარალებული ხელისუფლებისგან და ბაზრის ადმინისტრაციისგან ფულად კომპენსაციებს ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.