რუსეთმა „საქართველოს ავიახაზების" რეისები შეზღუდა. როგორც „რია ნოვოსტი" იტყობინება, გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
„რია ნოვოსტი" სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
„ეს საპასუხო ნაბიჯია, რადგან ქართულმა მხარემ „ურალის ავიახაზებს" მაისიდან თბილისის მიმართულებით ასეთივე რეისების შესრულებაზე უარი უთხრა. ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და „ურალის ავიახაზებს" ამ ფრენების განხორციელების უფლება უნდა მისცეს“, აღნიშნულია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.