ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში გადაჰყავდა, თურქეთში გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
16-07-2017, 03:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპიზონში ავარიაში მოჰყვა. ტრაპიზონის საკონსულოს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია 38 ადამიანი. მათი უმეტესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხვადასხვა საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს, 2 მგზავრი შედარებით მძიმედაა დაშავებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

 


„დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ამ ეტაპზე დაყოფილები ვართ. მე მოვედი საავადმყოფოში, სადაც არის სამი ბავშვი, დანარჩენი თანამშრომლები სხვა საავადმყოფოში არიან განაწილებული. ამ საავადმყოფოში იმყოფება სამი ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაშავებულები არიან მსუბუქად“, აცხადებს საქართველოს ვიცე-კონსული ტრაპიზონში, მანანა ბერიაშვილი.

 


შემთხვევა ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში მოხდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი