[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი - 1971 წელს დაბადებული ზურაბ კ. ყალბი საკრედიტო ბარათის დამზადება-გამოყენების ბრალდებით დააკავეს, ხოლო დანარჩენ ორი წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებას გადაეცა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ზურაბ კ-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი, აშშ-ში მცხოვრები თანამზრახველის დახმარებითა და სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით, ყალბი საკრედიტო ბარათები დაამზადა. ზურაბ კ-მ გაყალბებული საკრედიტო ბარათების რეალიზაცია თურქეთის რესპუბლიკაში სხვა თანამზრახველებთან ერთად მოახდინა. კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად ჩადიოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც სხვადასხვა ქალაქში, სადაც სავაჭრო ობიექტებში, ყალბი საკრედიტო ბარათებით ყიდულობდნენ სხვადასხვა ნივთს, რომელსაც შემდგომ თურქეთის რესპუბლიკაშივე ყიდდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ყალბი საკრედიტო ბარათებით განაღდებული თანხა, პორტატიული და პერსონალური კომპიუტერები, ასევე, ბარათის დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყალბი საკრედიტო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.