შეერთებული შტატების სენატი „გადაავადებს“ ე.წ. ობამაქეას (ობამას მიერ მიღებული ჯანდაცვის კანონი) გაუქმებისა და მისი შეცვლის კენჭისყრის პროცედურას, რადგანაც ერთ-ერთი მთავარ კანონმდებელს, ჯონ მაკკეინს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა - თვალის ზემოთ სისხლის შენადედი ამოუღეს. ამის შესახებ „ფრანს პრესი“ წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკელი“ ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მისი თანამოაზრე „რესპუბლიკელების“ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, უკვე კინაღამ ჩავარდა, რადგან ორი „რესპუბლიკელი“ მის წინააღმდეგ გამოვიდა და მოსალოდნელია, რომ მაკკეინის ხმის გარეშე იგი ვერ გავიდეს.
„ძალიან ცოტა ადამიანია უფრო მაგარი, ვიდრე ჩემი მეგობარი ჯონ მაკკეინი, და მე ვიცი, რომ ის მალე იქნება ჩვენს გვერდით“, თქვა „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მან არიზონელ სენატორს კარგად ყოფნა უსურვა.
„მაშინ როცა ჯონი გამოკეთების გზაზე იქნება, სენატი განაგრძობს თავის სამუშაოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკანონმდებლო საკითხებსა და დანიშვნებზე და გადაავადებს უკეთესი ჯანდაცვის აქტის განხილვას“.
ფოენიქსის „მეიოს კლინიკამ“, სადაც მაკკეინს ოპერაცია ჩაუტარდა, განაცხადა, რომ სენატორს მარცხენა თვალის ზემოთ, წარბის ნაჭდევთან თავის ქალის „მინიმალურად ინვაზიური“ ტრეპანაციის დროს, 5 სანტიმეტრის სისხლის შენადედი „წარმატებით ამოუღეს“.
მაკკეინის ოფისმა განაცხადა, რომ სენატორი „თავს კარგად და მხნედ გრძნობს და არიზონაში, თავის სახლში ოჯახთან ერთად კომფორტულად ადგას გამოჯანმრთელების გზას“ და მომავალ კვირას გამოკეთებული იქნება.
როგორც „ფრანს პრესი“ წერს, ტრამპის მიზნის მიღწევა, დაასრულოს მისი წინამორბედის, ბარაქ ობამას 2010 წლის რადიკალური რეფორმები, ახალი ადმინისტრაციისთვის პირველი 6 თვის განმავლობაში, მოუხელთებელი აღმოჩნდა.
რამდენიმე „რესპუბლიკელმა“ და პარტიის კონსერვატიულმა და ზომიერმა ფრთებმა ხუთშაბათს გამოტანილი კანონპროექტის მიმართ ღრმა წუხილი გამოხატეს.
ზოგიერთი შიშობს, რომ „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის“ გაუქმებამ, რასაც ფორმალურად „ობამაქეა“ (Obamacare) ჰქვია, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მილიონობით ღარიბ ამერიკელზე, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები გაეზრდებათ და ამის გადახდის შესაძლებლობა არ ექნებათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.