ვენესუელას დედაქალაქში 61 წლის ქალი ხმის მისაცემად რიგში დგომისას მოკლეს
17-07-2017, 00:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში, ოპოზიციის ორგანიზებულ არაოფიციალურ რეფერენდუმზე 61 წლის მედდა ცეცხლსასროლი იარაღით ხმის მისაცემად რიგში დგომისას მოკლეს.

 


როგორც BBC იუწყება, მამაკაცებმა, რომლებმაც მოტოციკლებით ჩამოიარეს, ცეცხლი რიგში მდგომი ადამიანების მიმართ გახსნეს - ქალბატონი მოკლულია, ხოლო სამი სხვა მოქალაქე დაჭრილია.

 


ოპოზიციამ ბრალი „გასამხედროებულ“ ბანდას დასდო. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის ხალხი სროლებისას, ბევრი მათგანი ეკლესიისკენ მირბის.

 


ვენესუელაში პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კრიზისის და შეხლა-შემოხლების შედეგად აპრილიდან მოყოლებული 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 


ოპოზიციის წარმომადგენელმა კარლოს ოკარიზმა სროლების შესახებ კომენტირებისას თქვა: „ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო, ეს დიდი ტკივილია“.

 


პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი გამოიძიებენ ინციდენტს. დასახელდა ქალის ვინაობა, რომელსაც ესროლეს და რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მისი სახელი და გვარია ქსიომარა სოლედად სკოტი.

 


გარდა ამ ფაქტისა, დაუდგენელმა ჯგუფმა ასევე მოიტაცა, დააყაჩაღა და ცემა ჟურნალისტი ლუის ოლავარიეტა, რომელმაც მოახერხა გამოქცევა. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

 


ვენესუელას ახალი ასამბლეის არჩევნები ოფიციალურად 30 ივლისს გაიმართება. ქვეყნის პარლამენტს ამჟამად ოპოზიცია აკონტროლებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი