თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს - „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი, ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.
„დაკავებულს ბრალი ედება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ვალუტის და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.