კობა ნარჩემაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის ყველაფერს გააკეთებს
16-04-2015, 04:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება ხელისუფლებისთვის კრახი იქნება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდეთ. მან ეს განცხადება, გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას გააკეთა.


მისივე თქმით, დღესაც, ხელისუფლება თუ რაიმეში სცოდავს, ისაა, რომ ისინი ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რომ ამ ადამიანებთან დაპირისპირება ყოფნა-არყოფნის საკითხია მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.


„ხელისუფლებისთვის „ნაციონალებთან“ დაპირისპირება კრახი იქნება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდეთ. მათთვის პოლიტიკაში ყოფნა პოლიტიკისათვის არ არსებობს. ეს მათთვის მიუღებელია. ეს არის მტაცებლური ფორმა.


მთავარია ის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ადგენს, იქნეს იგნორირებული.


ყოველ დილას „ნაციონალური მოძრაობა“ და მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალება საზოგადოებას თავის დღის წესრიგს სთავაზობს, მერე ჩვენ, მთელი მედია, პოლიტიკოსები და ექსპერტები ამას ვუნდებით. ეს კურსი უნდა შეიცვალოს. დღეს სხვა რამეა მთავარი, თუ ხელისუფლება მოუნდება ამ დისკუსიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაშინ ძვირფასი დრო გავა და საკეთებელი საქმე არ გაკეთდება.


სააკაშვილი რომ ცუდია და ჩვენ უკეთესები ვართ, ეს ამბავი უნდა ჩაბარდეს წარსულს და პოლიტიკის დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს“,-განაცხადა ნარჩემაშვილმა.


მისივე თქმით, ხელისუფლების ყველაზე მთავარი შეცდომა ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის “ მიერ დატოვებული მიდგომების მძევალი გახდა.


ამიტომ, მისი მოსაზრებით, ხელისუფლება არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება, როდესაც გამოსავალი სწორედ ამ გადაწყვეტილებაშია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი