საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში 2019 წელს დაგეგმილი მრავალეროვნული ლოგისტიკური სწავლების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სემინარს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 დეპარტამენტის წარმომადგენლები ატარებენ.
სამუშაო შეხვედრა სწავლების წინა მოსამზადებელ პერიოდს ეფუძნება და საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის ოფიცრებისთვისაა განსაზღვრული, რათა აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკის განვითარების პროგრამას, ნატოს ლოგისტიკის დოქტრინებს, პოლიტიკასა და კონცეფციებს უკეთ გაეცნონ.
მათივე თქმით, მომავალი სწავლება მიზნად ლოგისტიკის პერსონალის მომზადებას მრავალეროვნული ოპერაციების დაგეგმარებაში, აღსრულებაში, ძალთა გადასროლასა და მათ უზრუნველყოფაში ისახავს.
სწავლების ახალ წევრ ქვეყნებად საქართველოს და უკრაინის შეიარაღებული ძალები განისაზღვრა, ხოლო წვრთნების ჩატარების ერთ-ერთ ადგილმდებარეობად საქართველოც მოიაზრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.