საქართველოს პრემიერ მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
17-07-2017, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უახლოეს მომავალში თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, - დაგეგმილი ვიზიტისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

 


ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, ასევე - პროექტ „თეთრ ნაკადს".

 


პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, ქვეყნის მონაწილეობა რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებში, აგრეთვე - ქვეყნის როლი ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივაში.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი