20 ივლისიდან თბილისში MAN-ის მარკის ათეულობით ახალი ავტობუსი N24, N33, N88, N140, N150, მოგვიანებით კი, N14, N21 და N23 ხაზებზე გავა - ახალი ავტოპარკი თბილისის მერმა გახსნა
17-07-2017, 11:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

1963 წლის შემდეგ პირველად, თბილისში თანამედროვე და მასშტაბური მუნიციპალური ავტობაზა აშენდა, რომელიც, დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.

 

 

დღეიდან მუნიციპალურ ავტობუსებს სამი ავტობაზა მოემსახურება. 6 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული ბაზა შემდეგ ობიექტებს მოიცავს : ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ნაგებობები. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.

 

 

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების მომსახურებისათვის ავტობაზის ტერიტორიაზე იტალიური ფირმა - SAFE-ის გაზგასამართი სადგური განთავსდა, რომელიც Man-ის ავტობუსების დატუმბვას 4 წუთში უზრუნველყოფს.

 

 

გარდა ამისა, ახალი ავტობაზის სამრეცხაოში დამონტაჟდა ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, WashTec-ის მიერ წარმოებული სამრეცხაო დანადგარები, რომლებიც რეცირკულაციის სისტემებითაა აღჭურვილი და წყლის 70%-მდე ეკონომიას იძლევა. 12 მეტრიანი ახალი ავტობუსები 5-7 წთ-ში გაირეცხება. დანადგარი არის ავტომატური და დისტანციურად იმართება. რეცხვის უახლესი ტექნოლოგია ავტობუსის ზედაპირის დაზიანებას გამორიცხავს.

 

 

„გაიხსნა ახალი ავტობაზა, სადაც განთავსდა MAN-ის მარკის ახალი 143 ავტობუსი. დღეიდან აღნიშნული ავტობაზა მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს იმ ძირითად მარშრუტებზე, რომელიც განსაზღვრულია ამ ავტობუსებისთვის. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რათა გვქონოდა თანამედროვე ავტობაზა, გამართული, უახლესი გაზის სისტემით. ავტობაზაზე ყოველდრიურ რეჟიმში დასუფთავდება ავტობუსები, მოხდება მათი ტექნიკური მომსახურება და გაზით მომარაგება. ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ ამ ავტობუსებით ჩვენი თანამოქალაქეები კომფორტულად გადაადგილდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

ავტოპარკში, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“-ის ბაზაზე არსებულ Man Truck and Bus-ის მიერ ავტორიზირებულ სერვისცენტრში CNG გაზზე მომუშავე ავტობუსები ხუთი წლის განმავლობაში გაივლიან მიმდინარე და რეგლამენტირებულ ტექნიკურ მომსახურებას. ბაზაზე მუდმივად იქნება დასაქმებული 616 ადამიანი. MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში კი დამატებით 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. მუნიციპალური ავტოპარკის ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანიაა - შპს „დაგი“.

 

 

აღსანიშნავია, რომ 20 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში ახალი ავტობუსები N24, N33, N88, N140 და N150 ხაზებზე გავა. მოგვიანებით კი, MAN-ის ავტობუსები N14, N21 და N23 მარშრუტებს დაემატება.

 

 

მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც 27 მილიონი EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო - ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P-ის გრანტი.

 

 

სამომავლოდ, თბილისის მერია შედარებით მცირე ზომის, 8-10 მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს. 2018 წლის ივლისიდან კი, დედაქალაქის მთავრობა მგზავრებს თანამედროვე სამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონული გადახდის სისტემას შესთავაზებს.

 

 

დღესვე, ავტობაზის გახსნაზე თბილისის მერმა ქალაქ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასა და გაუმჯობესებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსიის დირექტორს ბრუნო ბალვანერას, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდს (E5P), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროს ბანკირს თეა მელიქაძეს, სამშენებლო კომპანია „დაგს“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს ნუგზარ ჭეიშვილს, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ და კომპანიას “ Man Truck and Bus”.

 

 

ახალი მუნიციპალური ავტობაზის გახსნას დღეს საქართველოს მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე MAN Truck and Bus AG-ის და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაცია თბილისის მერიამ გაავრცელა.

 

კომენტარები: 61
#61   Jeffry
      
References:


Online pokies payid australia online pokies payid
24 ოქტომბერი 2026 04:27
#60   Trista
      
References:


Wire transfer casino real money australia https://rdcvw.com
23 ოქტომბერი 2026 23:21
#59   Geraldo
      
References:


Direct bank transfer online casino australia hedgedoc.dawan.fr
23 ოქტომბერი 2026 16:03
#58   Kristofer
      
References:


Wire transfer jackpot casino australia https://gitlab.oc3.ru/
22 ოქტომბერი 2026 23:37
#57   Almeda
      
References:


Betting apps with Osko https://pad.cttue.de/
20 ოქტომბერი 2026 04:46
#56   Miriam
      
References:


Minimum neosurf deposit casino aus https://jszst.com.cn
19 ოქტომბერი 2026 12:53
#55   Philomena
      
References:


Best bpay online pokies australia bpay friendly pokies sites
18 ოქტომბერი 2026 19:03
#54   Filomena
      
References:


Best bpay pokie sites BPay online
gambling Australia
18 ოქტომბერი 2026 17:36
#53   Phyllis
      
References:


Wire transfer casino sites australia online
pokies wire transfer australia
18 ოქტომბერი 2026 03:41
#52   Troy
      
References:


Google pay casinos uk casino pay with gpay
15 ოქტომბერი 2026 23:54
#51   Dylan
      
References:


Wire transfer live casino australia https://gitlab.keysmith.bz/twigcow90
14 ოქტომბერი 2026 04:03
#50   Evonne
      
References:


Neosurf no verification casino australia https://gaiaathome.eu/gaiaathome/show_user.php?userid=2144608
14 ოქტომბერი 2026 03:51
#49   Kathlene
      
References:


Secure wire transfer casinos australia wire transfer casino online real
money Australia
14 ოქტომბერი 2026 03:33
#48   Solomon
      
References:


Fast bank wire casino australia http://bbs.abcdv.net/home.php?mod=space&uid=2141510
13 ოქტომბერი 2026 23:35
#47   Kara
      
References:


Bank transfer mobile pokies australia http://www.pshunv.com
13 ოქტომბერი 2026 23:33
#46   Iva
      
References:


Osko casino no deposit bonus best PayID pokies
13 ოქტომბერი 2026 22:29
#45   German
      
References:


Wire transfer jackpot casino australia mobile casino bank
transfer australia
11 ოქტომბერი 2026 12:44
#44   Tabitha
      
2 ოქტომბერი 2026 20:20
#43   Colleen
      
References:


Payid casino pokies 1 dollar payid pokies
25 სექტემბერი 2026 17:14
#42   Clint
      
References:


Spielothek mit sofortüberweisung nlvbang.com
24 სექტემბერი 2026 13:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი