მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ლიტვის დელეგაციას უმასპინძლა. ტელშაის რაიონის მერი პეტრას კუზინა და თანამდებობის სხვა პირები მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კაპიტონ ჟორჟოლიანს, გამგებლის პირველ მოადგილეს, ნელი ნავერიანს და გამგეობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მესტიის გამგეობის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ოფიციალურად მოეწერა.
„შეხვედრაზე სუბარი იყო იმ პერსპექტივებზე რომელიც შესაძლებელია მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივად განხორციელდეს. მუნიციპალიტეტები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ბიზნესის სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში, მათ დაათვალიერეს სვანეთის ღირსშესანიშნაობები, გაეცნენ სვანურ კულტურას და ტრადიციებს. სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, მათ უდიდესი მადლიერება გამოხატეს გულთბილი დახვედრისთვის", აცხადებენ მესტიის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.