გიგლა ბარამიძე: ბადაშვილმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს
16-04-2015, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან ის თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. გიგლა ბარამიძემ ეს, გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.


,,ბადაშვილი იქ რომ ბუსავით ჩამჯდარა, გვიპასუხოს, რაშია საქმე? როგორ ხდება, რომ ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე პროკურატურა მასალებს ვერ დებს. რომელი მილიონერი დავით კეზერაშვილი მყავდა, რომ 6 მილიონი უდევს ანგარიშზე, ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 150 მილიონი დოლარი მას პარტიის თანხებიც აბარია. ამ მხრივ, პროკურატურას ნამუშევარი არ აქვს. ბადაშვილმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს, რადგან ის ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“,- მიიჩნევს ბარამიძე.


პარტიის პოლიტიკური მდივანი აღნიშნავს, რომ ბადაშვილმა უნდა განმარტოს, აქამდე რატომ ვერ მოხერხდა გახმაურებულ საქმეების გამოძიება და კონკრეტული შედეგის დადება.


,,მარტო პარლამენტში მოწვევა არ არის საკმარისი, მან უნდა განგვიმარტოს, რაშია საქმე. ადეიშვილი რომ იყოს პირველი შემთხვევა, მის მიმართ ასეთი მკაცრი არ ვიქნებოდი, აგვიხსნას, რა ხდება?!“,- აცხადებს გიგლა ბარამიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი