მიხეილ ჯანელიძე: მთავრობის საგარეო პოლიტიკა არსებული გამოწვევების გამკლავების და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული
18-07-2017, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, თანამედროვე საერთაშორისო გარემო რთული და სწრაფად ცვალებადია, რაც შესაძლებლობებთან ერთად, ახალ საფრთხეებს და გამოწვევებს წარმოშობს.

 

 

 

საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ გამოწვევების გამკლავების და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული, განაცხადა ვიცე პრემიერმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მისი შეფასებით, მსოფლიოში არსებული გამოწვევები დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასია - შავი ზღვის რეგიონზე, მათ შორის რუსეთის ანექსიური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უდიდესი გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის.

 

 

„რეგიონის მასშტაბით მოუგვარებელი და აქტიურ ფაზაში მყოფი კონფლიქტების არსებობა ტოვებს საფრთხეს, რომ გავლენის სფეროების აღდგენა/გაფართოების მიზნით კვლავაც ძალისმიერი მეთოდები იქნას გამოყენებული.

 

 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის და ასევე, რეგიონული სტაბილურობისთვის“ განაცხადა მინისტრმა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველო, როგორც რეგიონში განვითარების თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 

 

„სამხრეთ კავკასიის რეგიონი, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანზიტო კორიდორს წარმოადგენს, რაც რეგიონის ქვეყნებს მდგრადი ეკონომიკური განვითარების კარგ პერსპექტივას უქმნის. საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის პროექტები ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გამკლავების და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული“ დასძინა მინისტრმა.

 

 

მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამბასადორიალში მონაწილებოსთვის და აღნიშნა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება კარგი ტრადიცია, დიპლომატიური სისტემის შიგნით კოორდინაციის გაძლიერების და მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ბიზნეს წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დისკუსიებისთვის.

 

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა და 4 დღე გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი