საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ურთიერთობები უნდა განვითარდეს, როგორებიც არ უნდა იყვნენ დღევანდელი ლიდერები".
„მიხარია, რომ პრეზიდენტი პოროშენკო, როგორც იქნა, ოფიციალურ ვიზიტად გაემგზავრა საქართველოში....
არ ვიცი, იცის თუ არა პეტრო პოროშენკომ, მაგრამ ჩემს წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აღძრა ფულის გაფლანგვაზე უცხოელი სტუმრების მიღებასთან დაკავშირებით. ბრალდებებს შორის, ასევე ფიგურირებს ვიქტორ იუშენკოს აბანოს მომსახურება 28 ევროს ოდენობით.
იმედი მაქვს, პრეზიდენტმა პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს“, წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად გუშინ ეწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.