საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა გუნდმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს კანონი, მაქსიმალურად მშვიდობიანად ჩატარდეს ეს არჩევნები და ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს გვქონდა შეხვედრა NDI-ს მისიის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდებიან. მადლობა გადავუხადეთ მათი მხარდაჭერისთვის და ჩვენს ქვეყანაში მისიის წარგზავნისთვის. გამოვთქვით სრული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.
გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო გარემოზე, სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს კანონი, მაქსიმალურად მშვიდობიანად ჩატარდეს ეს არჩევნები და ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.