მარგველაშვილი პოროშენკოს: თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იან წლებში და 2008-ში - ეს არის ჩვენი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის ინტერესები
18-07-2017, 06:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისათვის, ვიზიტს უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო - უკრაინის ურთიერთობები მაღალი დონის ვიზიტების და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.

 


„ამ ვიზიტით პეტრო პოროშენკომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის თანამშრომლობას.

 


ბატონო პეტრო, თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იან წლებში და 2008-ში - ეს არის ჩვენი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომელიც ხორციელდება პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, მოაქვს ადამიანური ტრაგედია, აშორებს ერებს. ამავე დროს თქვენ იმყოფებით საქართველოში, საქართველოში, რომელმაც გაუძლო ამ წნეხს, საქართველოში, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობაზე, ორიენტირებულია მეგობრობაზე და ორიენტირებულია საერთაშორისო პროექტების და თანამშრომლობის გაძლიერებაზე”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველო - უკრაინის ერთობლივი, აქტიური პოლიტიკა საერთშორისო არენაზე.

 

 

„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს იმ აქტიური პოზიციისათვის, საქართველოს პრობლემატიკის აქტიური წარმოჩენისათვის, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები საერთაშორისო ფორუმებზე ახორციელებენ. ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით, პირადად ბატონ პრეზიდენტთან, რომ ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო აქტიურები ჩვენს ერთობლივ მესიჯებში, ჩვენს ერთობლივ პოზიციებში და მოვითხოვთ კიდევ უფრო აქტიურად საქართველოს და უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

 

 

ჩვენ ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პოტენციალზე და იმ თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებობს ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, ბევრ შესაძლებლობას იძლევა ამ თვალსაზრისით და უკრაინასთან საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტების - „ზუბრის“ და „ვიკინგის“ ფარგლებში თანამშრომლობა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას მოგვცემს.

 


ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივ, უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე სამხედრო სფეროში და ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაცვის ნაწილზეც, შავი ზღვის თემატიკაზე უფრო ახლო კოორდინაციის საკითხებზე”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი