პეტრო პოროშენკო: უკრაინელებს ქართველი მოძმე ხალხის იმედი აქვთ, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი
18-07-2017, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის და განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები არიან, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც უკრაინა ძალიან ენდობა.

 


„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ვიმყოფებოდე აქ, თბილისში იმ დროს, როცა ჩვენი სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ.

 


ჩვენ ასი წლის წინ დავკარგეთ დამოუკიდებლობა - უკრაინამაც და საქართველომაც. მით უფრო საპასუხისმგებლოა ჩვენი ქმედებები ახლა, რათა შევინარჩუნოთ, დავიცვათ უკრაინული და ქართული სუვერენიტეტი, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებლობა, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია.

 


ჩვენი დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის საფრთხეები ერთი და იგივეა და ჩვენ ეს უფრო გვაახლოებს. უკრაინელებს ქართველი მოძმე ხალხის იმედი აქვთ, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი. ასე იყო 2008 და 2014 წლებშიც და ახლაც“, განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 


უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამგვარი ურთიერთობები აყალიბებენ ისტორიულ დოკუმენტს - დეკლარაციას უკრაინას და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

 


„ეს არის ნდობის უმაღლესი ფორმა ქვეყნების ხელმძღვანელობებსა და ხალხებს შორის. სტრატეგიული პარტნიორობა განპირობებულია ასევე, ერთობლივი გამოწვევებით და საფრთხეებით.

 


დიდ მადლობას ვუხდი ამ პარტნიორობისთვის ამ ინსტიტუტების და მექანიზმების სისტემისთვის, ეს არის მუდმივი კოორდინაცია ჩვენი ქმედებების, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროშიც.

 


გუშინ, როცა მე მოვინახულე წვრთნები, რომლებიც ნატო-ს ეგიდით შავ ზღვაში, ოდესაში იმართება ამერიკელებთან, ნორვეგილებთან, რუმინელებთან და სხვა მეზღვაურებთან ერთად იდგნენ ქართველი მეზღვაურები, რომლებმაც აჩვენებენ იმას, რომ ჩვენი პარტნიორობა არის ყველაზე მტკიცე, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც და დღეს ჩვენ განვიხილეთ როგორ გავაძლიეროთ ეს პარტნიორობა“, აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი