მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, დუშეთის მუნიციპალიტეტში 600-ამდე ადამიანი დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ხოლო მაღალმთიან სოფლებში შობადობა საგრძნობლად, 20%-ით მაინც არის გაზრდილი (ფოტოზე ხევსურეთი: აბუდელაურის მწვანე ტბა, გიორგი ნიკოლავას ფოტო). აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია Guardian.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა მიაწოდა.
„დაახლოებით 600 ადამიანი უკვე დაუბრუნდა მამა-პაპისეულ სახლ-კარს და რაც ყველაზე მეტად მახარებს, დაახლოებით 20%-ით არის შობადობა გაზრდილი მაღალმთიან სოფლებში. აი, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს „მთის კანონი“ და როგორი მნიშვნელოვანია იგი ჩვენთვის. მთის დასახლებაში მცხოვრებთ არაერთი შეღავათი აქვთ: ეს არის ბიზნესის ხელშეწყობა; სოციალური შეღავათები. ზამთრის პერიოდში, რთულ პირობებში უწევს ჩვენს მოსახლეობას მაღალ მთაში ცხოვრება. სადაც ბუნებრივი აირია, უფრო მთიულეთის მიმართულება, 700 კუბური მეტრი გაზი უფასოა ზამთრის პერიოდში; ელექტროენერგიაზე შეღავათებია, დანამატია პენსიებზე, პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე“, აცხადებს ვაჟა ჩოხელი, რომლის თქმითაც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მცირე საწარმოებზე გრანტის სახით 780,000 ლარზე მეტი გაიცა დუშეთის მუნიციპალიტეტში.

(ფოტოზე: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი)
„განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი, გაკეთდა რეგიონული ცენტრი. მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ბიზნესიდეების წარდგენაში. აქ არის საოჯახო სასტუმროების მიმართულება, მეფუტკრეობა, ფერმერული მეურნეობა - ის ტრადიციული დარგები, რომელიც დამახასიათებელია დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის. ახლა ჩვენთან იწყება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის უკანა ფშავში კოოპერატივის გახსნა, რომელიც პირველია, საპილოტეა და ძალიან საყურადღებოა. იქნება რძის გადამამუშავებელი წარმოება. პროექტი ახლა მუშავდება და დაიწყება უახლოეს მომავალში. საერთო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ „მთის კანონი“ ეფექტურად მუშაობს. ადამიანი რომ დასაქმდეს, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული და ამიტომ, მაღალმთიან სოფლებში ეს ინფრასტრუქტურული პროექტები რომლებიც ხორციელდება, მეტისმეტად საშური საქმეა, იგივე გუდამაყარში რომ ნახოთ, აბსოლუტურად შეცვლილია იქაურობა, მოწესრიგებულია გზები, ხიდებია. ასეთივე მდგომარეობაა ბარისახოში, შატილში - ახლა ორი ხიდი კეთდება. ასე რომ, თუ ინფრასტრუქტურა არ იქნება მოწესრიგებული და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ იქნება, ამ შემთხვევაში გაუჭირდება მოსახლეობას. სწორედ ამისკენ არის მიმართული ეს კანონი, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებიც განვითარდეს, მცირე და საოჯახო ბიზნესს ხელი შეეწყოს და გარკვეული შეღავათებია აქაც გადასახადების კუთხით. ეს სოციალური შეღავათებიც ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ ეფექტური იყო ჩვენთვის ამ კანონის მიღება. ის, რომ 600 ადამიანი დაბრუნდა, ეს არ არის პატარა ციფრი, შობადობის 20%-ით გაზრდაც ბევრ რამეზე მიანიშნებს“, ამბობს ვაჟა ჩოხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.