ხონის საბავშვო ბაგა - ბაღების ადმინისტრაციამ პროექტის „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა" ფარგლებში, საწოლები ( 110 ერთეული), სათამაშოების თაროები (7 ერთეული), ლეიბები, საბნები და გადასაფარებლები შეიძინა.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, პროექტში ჩართულ გოჩა- ჯიხაიშის, საწულუკიძეოს, კონტუათისა და ქალაქის #1 საბავშვო ბაღებს ინვენტარი უკვე გადაეცა.
მათივე ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე სხვა საჭირო ნივთების შეძენაც იგეგმება.
პროექტი ჩეხური ორგანიზაცია PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.