საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯიამ“- მე-17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის მხარდამჭერები არიან დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია და საქართველო–ირანის სავაჭრო–სამრეწველო პალატა.
50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 150-მდე ორგანიზაცია და სხვადასხვა ტურისტული კომპანიები.
დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტომ სხვადასხვა სახის მასალები წარმოადგინა. ასევე, პოტენციურ ვიზიტორებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტურისტული პროდუქტების შესახებ. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა - საქართველო, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, შვეიცარია, რუსეთი, ლიტვა, პოლონეთი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.