საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ამბასადორიალი - 2017“-ის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ელჩებთან არაღიარებისა და ანტიანექსიური პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯები განიხილა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე -დეოკუპაციისა და ანტიანექსიურ პოლიტიკაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე გამახვილდა, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო არენაზე საქართველოს გეოპოლიტიკური როლის კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩენაზე და ასევე საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ მათ განიხილეს ცალკეულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების საკითხები და რეგიონული პოლიტიკა.მისივე თქმით, დიდი დრო დაეთმო უსაფრთხოებასა და რუსეთის ფედერაციას და მათ პარტნიორებთან მუშაობის კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ უაღრესად მტკიცე ნაბიჯები გადადგა არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით და ჩვენ მართლაც გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატება.
არაღიარების პოლიტიკაში ჩვენს წარმატებას ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხობს უაღრესად საშიში ნაბიჯებით, რაც გამოიხატება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებში და ასევე მცოცავ ოკუპაციაში.
საუბარი იყო სწორედ იმაზე, როგორ უნდა შეჩერდეს ეს ნაბიჯები, როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება, რომ ხორციელდებოდეს რეაქცია არამხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე, არამედ ზოგადად რომ დაფიქსირდეს მსგავსი ტიპის პოლიტიკის მიუღებლობა”, აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.