ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების, ბენარა-უნწის დამაკავშირებელი 1495-მეტრიანი გზის აღდგენა დასასრულს უახლოვდება.

ადიგენის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილე–ხიდებითა და რკინა-ბეტონის ღარებით. სამუშაოების განხორციელებისათვის 444 800 ლარი გაიხარჯა.
გარდა ამისა, სოფელ ვარხანში შიდა საუბნო ხიდის აღდგენა მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, რკინა–ბეტონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობისთვის, რომელიც 6,80 მეტრი სიგრძისა და 3,2 მეტრი სიგანის იქნება, 36 483 ლარია გამოყოფილი.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ინვენტარის მოწყობა ხორციელდება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს დღეს ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.