პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემაზე თქვა: „თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“
19-07-2017, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მან ინფორმაცია გადაამოწმა, უკრაინამ ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა. პოროშენკომ ამავე დროს თქვა, რომ ვიზიტის დროს, არ განუხილავთ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი, მაგრამ „თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“.

 


„სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ახლა გადავამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ არ განგვიხილავს ექსტრადირების საკითხი ვიზიტის დროს, მაგრამ თუ ეს მომავალში მოხდება, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურების და გენერალური პროკურორის პრეროგატივა, რომელიც ძალიან ყურადღებით განიხილავს ნებისმიერი დამნაშავის ექსტრადირების მოთხოვნას და ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში. თუმცა, მე ამაში არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის არც სააკაშვილი. ზოგადად სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“, განაცხადა პეტრო პოროშენკომ საქართველოს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის პროკურატურას 2015 წელს მიმართა, თუმცა პოროშენკომ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და „შესაბამისად, ეს საკითხი არ განხილულა“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი