„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან გამგებლის პოსტზე კენჭისყრის შეთავაზების შემთხვევაში მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი, რომელიც ამავე დროს მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა და ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტი არჩევნების დროს „გამოცდა კარგად ჩავაბარეთ და ასევე იქნება თვითმმართველობის არჩევნების დროსაც“.
როგორც მან Guardian.ge-ს უთხრა, აღნიშნულის თაობაზე „ქართულ ოცნებაში“ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი არა მასზე, არამედ სხვა კანდიდატურაზე შეჩერდება, იგი ისევ ხელისუფლების და მმართველი პარტიის გვერდით მოიაზრებს საკუთარ თავს.
„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სახელმწიფო, მმართველი გუნდი, ჩვენ იმ გადაწყვეტილებას მივყვებით ბოლომდე და როგორც საჭირო იქნება, ისე გავაკეთებთ. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ და ასევე იქნება თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. მმართველი გუნდი როგორც გადაწყვეტს, ჩვენ ვიქნებით მათ გვერდში.
„ისევ ჩემი კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში, მე რა თქმა უნდა, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ წარადგენენ ჩემს კანდიდატურას, ჩვენ ისევ მმართველ გუნდთან ერთად ვიქნებით და დავეხმარებით ყველაფერში.
„გაკეთებული ბევრია, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრი დარჩა. 4 წელიწადში ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა ყველაფრის გაკეთება, იმაზე გაცილებით მეტი ფინანსური რესურსიც რომ გვქონოდა, რაც გაგვაჩნდა ახალქალაქისთვის. ჩვენ რა დაპირებაც გვქონდა მოსახლეობის მიმართ, ყველაფერი გავაკეთეთ, არც კი ვიცი, რა არ გავაკეთეთ“, განუცხადა Guardian.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.