„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები განიხილეს
19-07-2017, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში რიგით მეორე პანელი გაიმართა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებს დაეთმო.

 

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელძღვანელებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. სამუშაო პანელს მოდერაციას უწევდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

 

 

მოწვეულმა სტუმრებმა „ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეებთან ისაუბრეს ბოლო პერიოდის განმალობაში საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა მცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და ქართველ დიპლომატებს გააცნო ის ფუნდამენტური ამოცანები, რომელთა განხორციელება აქვს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ვრცლად მიმოიხილა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი.

 

 

იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა "ღია მმართველობის პარტნიორობის" საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხებსა დ პრიორიტეტებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიმდინარე რეფორმებზე. მინისტრი ვრცლად შეეხო სასამართლო რეფორმის პროცესს, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა გატარებული უპრეცედენტო რეფორმები ემსახურება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარებას და ამ მხრივ ხელშესახები შდეგები უკვე არსებობს. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გაწეული საქმიანობისათვის, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელმაც ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნება უზრუნველყო.

 

 

19 ივლისს „ამბაადორიალი 2017“ სამუშაო სესიების ფარგლებში გაგრძელდება. მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

 

კომენტარები: 2
#2   Mudassir Ali
      
I'm glad I found this web site, I couldn't find any knowledge on this matter prior to.Also operate a site and if you are ever interested in doing some visitor writing for me if possible feel free to let me know, im always look for people to check out my web site. インドの美術館 観光ビザガイド
15 იანვარი 2025 23:34
#1   Mudassir Ali
      
I was looking at some of your posts on this website and I conceive this web site is really instructive! Keep putting up.. www.5starsstocks.com/
8 იანვარი 2025 01:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი