უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი “ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეებს შეხვდა
19-07-2017, 03:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა მიმართა.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი, ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების, საერთო მიზნებისა და ერთობლივი გამოწვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშა, რომ ქართველ და უკრაინელ ერს საერთო ფასეულობები, იდეოლოგია და მიზნები აერთიანებს.

 

 

მან რწენა გამოთქვა, რომ უკრაინელ და ქართველი ხალხს შესწევს უნარი, მიუხედავად სირთულეებისა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მსვლელობა განაგრძონ და დასახულ მიზანს მიაღწიონ, რის დასტურადაც მან ორივე ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა და საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის მინიჭება დაასახელა.

 


პავლო კლიმკინმა ასევე, დღეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი „საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დეკლარაციის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ ეს არ არის უბრალო დოკუმენტი, არამედ წარმოადგენს კონკრეტულ იდეას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორიობა საერთო მიზნებისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

 

 

სამწუხაროდ ჩვენ არ გვეყოლება ბევრი მოკავშირე ამ გზაზე, მაგრამ გვეყოლება საუკეთესო მოკავშირე, რთული სამყაროს გათვალისწინებით, არ გვეყოლება ბევრი მეგობარი, მაგრამ გვეყოლება საუკეთესო მეგობარი და ჩვენ უნდა გამოვიყენიოთ ჩვენი უნიკალური რესურსი, ერთმანეთის მიმართ მიმართ სიმპათია და თანადგომა ამ გზაზე“, განაცხადა პავლო კლიმკინმა.

 


„ დღეს საქართველოს და უკრაინების მიერ ხელი მოეწერა დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას; ამასთან, საერთო ინტერესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, მხარეებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას", ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი