საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მეთაური პრეზიდენტ მაკრონთან განხეთქილების გამო თანამდებობიდან გადადგა
19-07-2017, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საბიუჯეტო შემცირებების თაობაზე განხეთქილების გამო თანამდებობიდან გადადგა.

 


როგორც BBC იუწყება, გენერალმა პიერ დე ვილიერსმა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ იგი უკვე ვეღარ „იძლევა არმიის მოდელის სიმტკიცის გარანტიას“, რასც იგი საფრანგეთის დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებად მიიჩნევდა.

 

 

საფრანგეთის მთავრობამ გასულ კვირას მისი ბიუჯეტის დეფიციტის ევროკავშირის ლიმიტზე დაბლა შემცირებების გეგმა წარმოადგინა.

 


მაკრონმა განაცხადა, რომ ის ვერ იქნება შემწყნარებელი სამხედროებისგან მომდინარე განსხვავებული აზრისადმი.

 

 

„თუკი სამხედრო ძალების მეთაური და პრეზიდენტი რაიმეზე ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, სამხედროების მეთაური მიდის“, უთხრა მაკრონმა, რომელიც როგორც პრეზიდენტი სამხედრო ძალების მთავარსარდალია, Le Journal du Dimanche-ს.

 

 

მაგრამ მან ასევე თქვა, რომ გენერალს მისი „სრული ნდობა“ ჰქონდა, იმდენად რამდენადაც მან „იცის სარდლობის ჯაჭვი და როგორ მუშაობს ის“. 

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალმა დე ვილიერსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ უნდა შეექმნა ამ საქმეზე მასთან დომხალი და BBC-ის ცნობით მან გაცილებით საგინებელი სიტყვა იხმარა.  

 

 

გენერალმა 2017 წლის საფრანგეთის ბიუჯეტში თავდაცვისთვის 850 მილიონი ევროს შემცირება გააპროტესტა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი