პეტრო პოროშენკო: 2008 წელს საქართველოს უბედურება უკრაინის უბედურება გახდა - 2014 წელს უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიისას, მაშინვე ვიგრძენით ქართველი ხალხის მხარდაჭერა
19-07-2017, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და მარინა პოროშენკოს პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა.

 


პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და უკრაინელ და ქართველ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ხალხებიც ერთმანეთთან მტკიცედ არიან დაკავშირებულნი საერთო ღირებულებებითა და ინტერესებით. ქვეყნები ღირსეულად ამაყობენ მდიდარი ისტორიით, ტრადიციებითა და იმ დიდი კულტურით, რომელიც ჰუმანიზმისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მატარებელია.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას, რომლის საფუძველსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი უკრაინისტიკის ინსტიტუტი და უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის კათედრა წარმოადგენს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, როგორც გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე აღნიშნა, ისტორიული და კულტურულ კავშირებთან ერთად, უკრაინასა და საქართველოს აერთიანებთ საერთო ინტერესები, ღირებულებები, თავისუფლების სიყვარული და თავგანწირვა უკეთესი მომავლისათვის.

 


,,გარდა ამისა, უკრაინა და საქართველო საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი ქვეყნები კვლავაც იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. ჩვენ მივისწრაფვით საერთო მიზნისაკენ - ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოები და განვავითაროთ თანამშრომლობა, რომელიც ყველასათვის კეთილდღეობის მომტანია.

 


ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ამ ბრძოლაში მტკიცედ ვდგავართ ერთმანეთის გვერდით.

 


მჯერა რომ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენს ქვეყნებში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები და ოკუპირებული ტერიტორიები.

 


მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა სტრატეგიულ ხარისხში გადაჰყავს. ჩვენ საფუძველს ვუყრით თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ხალხებისათვის'' გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და საპასუხისმგებლო საქმიანობაში შემდგომი წარმატებები, უკრაინელ ხალხს კი, მშვიდობიანი მომავალი და კეთილდღეობა უსურვა.

 


უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით საქართველოს და უკრაინას საერთო მიზნები, საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევები აქვთ.

 


,,2008 წელს საქართველოს უბედურება უკრაინის უბედურება გახდა. ამ რთულ დროს ჩვენ მუდმივად თქვენთან ერთად ვიყავით. და უკვე 2014 წელს უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიისას მაშინვე ვიგრძენით ქართველი ხალხის მხარდაჭერა. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ვინც უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა', აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი