საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA ასრულებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნიბით, მისიაში მონაწილე მშვიდობისყოფელების დაჯილდოების ცერემონიალი დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა „უკატექსზე“ გაიმართა.
მათივე თქმით, სამხედროებს საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიელმა გენერალმა ჰერმან რაისმა მადლობა გადაუხადა და მშვიდობისმყოფელებს სამახსოვროდ „მისიებისა და ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ ბელგიის სამეფოს მედლები გადასცა.სიტყვით მიმართვისას ბელგიელმა გენერალმა სამხედრო-საწვრთნელი მისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA 31 იანვრიდან ჩაერთო. ქართული კონტინგენტი მისიას 6 თვის განმავლობაში დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ ასრულებდა.
„ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს რამდენიმე კვირაში ამავე ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეული ჩაანაცვლებს", აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.