„ამბასადორიალი 2017" ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს
19-07-2017, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეკრებაზე, ამბასადორიალი 2017-ის ფარგლებში საქართველოს სევერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ კუთხით, პარლამენტის როლსა და საქმიანობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთერთობების კომიტეტის თამჯდომარემ სოფიო ქაცარავამ და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თამჯდომარემ, გედევან ფოფხაძემ.

 


მათივე ცნობით, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, შერიგების და ნდობის აღდგენის კუითხით მიმართული ძალისხმევის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და უსაფრთხოების გარემოს თაობაზე დამსწრეებს მიმართეს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ. საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის სრულმასშტაბიან გადაჭრამდე ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შორის ნდობის აღდგენის და კონტაქტების დამყარების მნიშვნელობას.

 


უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე საქართველოში, მათ შორის ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.


სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო მხარდაჭერის მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის და ვრცლად მიმოიხილა პარლამენტის როლი ამ მიმართულებით.


გედევან ფოფხაძემ ამბასადორიალის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის საქმიანობის შესახებ.


„შეხვედრაზე მრავალგზის აღინიშა, საქართველოს მთავრობის მიერ გატერებული სწორი, დაბალანსებული და პრაგმატული პოლიტიკის მნიშვნელობა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის", აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი