საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ოძისის საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
პრეზიდენტები ოძისში იმ ადგილთან გაჩერდნენ, საიდანაც 2008 წლის ომის შემდეგ აშენებული რუსული სამხედრო ბაზა მოჩანს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
დღესვე, პეტრო პოროშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისი მოინახულეს და ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს.
საოკუპაციო ხაზთან პრეზიდენტები გამყოფი ხაზის-მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათი ყოველდღიური ცხოვრებით დაინტერესდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ გამყოფ ხაზთან მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.
„ჩვენ არ შევეგუებით რუსულ აგრესიას, ოკუპანტები ვერც ხალხს და ვერც ხელისუფლებას ვერ გატეხენ", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საოკუპაციო ხაზთან.
„დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და არ ეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი, მაგრამ არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან.
მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და აი ასეთი ოკუპაციის ხაზები დაინგრევა, დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები და იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში - გარდა, რუსეთისა", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.